воскресенье, 22 декабря 2013 г.

დღე 9

დღევანდელი დღე ყველაზე ნაყოფიერი და საინტერესო აღმოჩნდა. გადავამოწმეთ ყველა ჩვენს მიერ შექმნილი დოკუმენტები და ელექტრონული პორტფოლიო გადავიტანეთ გუგლ-დოკებზე, შემდეგ კი ავტვირთეთ ბლოგზე. პროექტის გეგმის პრეზენტაცია მოვათავსეთ ბლოგის ჩანართში "პროექტები". ასევე გადავიტანეთ ბლოგზე ეროვნული სასწალო გეგმა და მასწავლებლის ინტერნეტგაზეთი.
მაგრამ ყველაზე მთავარი ჩვენს მიერ წარმოდგენილი პროექტების პრეზენტაცია იყო.  ერთმანეთს გავუზიარეთ შეხედულებები, ჩვენი ცოდნა და გამოცდილება.
ბოლოს მინდა დიდი მადლობა გადაუხადო პირველ რიგში ჩვენს ტრენერს და შემდეგ ტრენინგის ყველა მონაწილეს, იმისათვის რომ ასეთი კარგები იყავით! იმედია კიდევ შევხვდებით! ნახვამდის! 

პროექტი - უსახლკარო და მაწანწალა ძაღლების პრობლემა ჩვენს რაიონში.

суббота, 21 декабря 2013 г.

დღე 8.

ტრენერმა გაგვაცნო მე-8 სამუშაო დღის მიზნები და ჩვენც დავიწყეთ....ვიმუშავეთ ფასილიტაციის დოკუმენტზე,  გავაკეთეთ ამ დოკუმენტის პრეზენტაცია და შევინახეთ ელექტრონულ პორტფოლიოში. ვიმუშავეთ მოსწავლეთა თვითრეგულაციის უნარებისათვის საჭირო თვითშეფასებებზე,  შეფასებებზე და ისინიც გადავიტანეთ პორტფოლიოში. შემდეგ პროექტის გეგმაში შევავსეთ სასწავლო პროცედურები, დავასრულეთ პროექტის გეგმის პრეზენტაცია და  მივიღეთ დავალებები.
იმდენი ვიმუშავე რეფლექსიის წერის თავი აღარ მაქვს!!!!!!

воскресенье, 15 декабря 2013 г.

დღე 7

დღეს ძალიან ცუდი ამინდი დაგვიდგა, მაგრამ მიუხედავად ამისა მუშაობის განწყობა არ გაგვნელებია. ამის მიზეზი კი ჩვენი ტრენერის მოტივაციაა, რომლის შემხედვარე ვერც კი დაიწუწუნებ.  იმედია, ყველა ჩვენი ჯგუფის წევრი,  სახლში მშვიდობით დაბრუნდა! ახლა კი რეფლექსია: ტრენერმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია და ბევრ საინტერესო საკითხებზე ვისაუბრეთ. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში. შევავსეთ ინდივიდუალური საჭიროებებუის მქონე მოსწავლეებისა  და დიფერენცირებული სწავლების ბლოკი. გავაკეთეთ მოსწავლეების მხარდაჭერის ცხრილი (სკაფოლდინგი) და გადავიტანეთ ჩვენი პორტფოლიოს საქაღალდეში -  "მოსწავლეთა მხარდაჭერა".ამის შემდეგ მივიღეთ დავალებები და გამოვემართეთ შინისაკენ.( ამას რომ ვწერდი, ბავშვობაში ნასწავლი ერთი ლექსი გამახსენდა - "ყინვა და პატარა მოსწავლე"). ნახვამდის!

суббота, 14 декабря 2013 г.

დღე 6

ტრენინგის მეექვსე დღეც საინტერესო იყო. ვიმუშავეთ პროექტის გეგმის ერთ-ერთ ნაწილზე -" შეფასება" და შევავსეთ ცხრილი. გავეცანით აქტივობა 2-ს : მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომის დაგეგმვა. მოვირგეთ მოსწავლის როლი,  გავაკეთეთ სავარაუდო ნაშრომი და გადავიტანეთ ჩვენი ელექტრონული პორტფოლიოს  საქაღალდეში -"მოსწავლის ნიმუში". შემდეგ ვისწავლეთ, თუ როგორ უნდა გადავიტანოთ ვიდეო ბლოგზე. გადავიტანეთ ერთ-ერთი ვიდეო სახელწოდებით "მომავლის ხედვა"

понедельник, 9 декабря 2013 г.

5 დღე

ეს დღე ძალიან დატვირთული გამოდგა. გავეცანით III მოდულს-კავშირები და გამოყენებული ლიტერატურის შაბლონს. ვისაუბრეთ საავტორო უფლებების დაცვის შესახებ. რაც მთავარია, გავაკეთეთ ჩვენი სასწავლო პროექტების გეგმის პრეზენტაცია POWER POINT-ში და გადავიტანეთ ბლოგზე.

суббота, 7 декабря 2013 г.

დღე 4

 ტრენერმა წარმოგვიდგინა  მე-4 დღის  სამუშაო  გეგმა. გავეცანით  II  მოდულის აქტივობა 3-ს  შეფასების სხვა მეთოდის განხილვა. განვიხილეთ განმავითარებელი და განმსაზღვრელი შეფასების ფორმები, ასევე დროში გაწერილი შეფასების გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს პროექტის შესაბამისობას სასწავლო მიზნებთან, მოსწავლეების სწორი მიმართულების შენარჩუნების სტრატეგიებს.ჩვენ მიერ შექმნილი  ბუკლეტი გადმოვიტანეთ ელექტრონულ ფოსტაში, მოვახდინეთ ელექტრონული პორტფოლიოს ორგანიზება. შევავსეთ პროექტის გეგმა.

воскресенье, 1 декабря 2013 г.

დღე 3

შევედით ბლოგებში და გავაკეთეთ 2 დღის რეფლექსია,გავუკეთეთ კომენტარი ერთ-ერთის რეფლექსიას, ვისწავლეთ ბლოგზე დიზაინის შეცვლა,გავაკეთეთ ჩანართები ბლოგზე. ამის შემდეგ გავეცანით 2-ე მოდულს - სასწავლო პროექტის დაგეგმვა. განვიხილეთ აქტივობა 1: სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა, განახლებული ბლუმის ტაქსონომია, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები. ასევე განვიხილეთ აქტივობა 2: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. გავეცანით მიმართულების მიმცემი კითხვების პრეზენტაციას. ფოსტაში მოგვივიდა ტრენერის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტი და ვიმუშავეთ ზოგად, თემატურ  და შინაარსობრივ კითხვებზე.ერთმანეთს ვესაუბრეთ ჩეთში.( განვიტვირთეთ და ვიმხიარულეთ). შემდეგ გადავედით საკითხზე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ გუგლის რესურსი დოკუმენტის გაზიარებისათვის. ეს ყველაფერი დავასრულეთ საშინაო დავალებით, რომელიც წინ გველის კვირის განმავლობაში.

დღე 2

გავაკეთეთ ბროშურები, ვორდში შევქმენით ბროშურის ნიმუშები, გავეცანით პუბლიკაციის შაბლონებს, გაზეთის შაბლონებს. წარმოვადგინეთ საპროექტო იდეები.ვიმუშავეთ ბროშურების მომზადებაზე.

დღე 1

გავეცანით პროექტის გეგმას, ვნახეთ ინტელის მიერ მომზადებული ვიდეო ფილმი, შევქმენით ელექტრონული პორტფოლიო, ჩამოვაყალიბეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, გადმოვიტანეთ პორტფოლიოში ჩეკლისტი,შევქმენით საქაღალდეები,.შევედით ფოსტაში და ვერ შევქმენით ბლოგი.