воскресенье, 1 декабря 2013 г.

დღე 3

შევედით ბლოგებში და გავაკეთეთ 2 დღის რეფლექსია,გავუკეთეთ კომენტარი ერთ-ერთის რეფლექსიას, ვისწავლეთ ბლოგზე დიზაინის შეცვლა,გავაკეთეთ ჩანართები ბლოგზე. ამის შემდეგ გავეცანით 2-ე მოდულს - სასწავლო პროექტის დაგეგმვა. განვიხილეთ აქტივობა 1: სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა, განახლებული ბლუმის ტაქსონომია, 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების სიტყვები. ასევე განვიხილეთ აქტივობა 2: მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება, რომელიც ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას. გავეცანით მიმართულების მიმცემი კითხვების პრეზენტაციას. ფოსტაში მოგვივიდა ტრენერის მიერ გამოგზავნილი დოკუმენტი და ვიმუშავეთ ზოგად, თემატურ  და შინაარსობრივ კითხვებზე.ერთმანეთს ვესაუბრეთ ჩეთში.( განვიტვირთეთ და ვიმხიარულეთ). შემდეგ გადავედით საკითხზე, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ გუგლის რესურსი დოკუმენტის გაზიარებისათვის. ეს ყველაფერი დავასრულეთ საშინაო დავალებით, რომელიც წინ გველის კვირის განმავლობაში.

4 комментария:

  1. ყოჩაღ ხათუნა, მოვიხიბლე, ფრიად აღმაფრთოვანებელი და ყოვლისმომცველი რეფლექსიაა, ტრენინგის ეგ დღე ცოცხლად დამიდგა თვალწინ.

    ОтветитьУдалить
  2. ხათუნა რამდენი გიმუშავიააააააა... ყოჩაღ და წარმატებები.

    ОтветитьУдалить
  3. მადლობთ. თქვენც ასევე წარმატებები.

    ОтветитьУдалить