воскресенье, 15 декабря 2013 г.

დღე 7

დღეს ძალიან ცუდი ამინდი დაგვიდგა, მაგრამ მიუხედავად ამისა მუშაობის განწყობა არ გაგვნელებია. ამის მიზეზი კი ჩვენი ტრენერის მოტივაციაა, რომლის შემხედვარე ვერც კი დაიწუწუნებ.  იმედია, ყველა ჩვენი ჯგუფის წევრი,  სახლში მშვიდობით დაბრუნდა! ახლა კი რეფლექსია: ტრენერმა კიდევ ერთხელ გაგვახსენა გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორია და ბევრ საინტერესო საკითხებზე ვისაუბრეთ. ვიმუშავეთ პროექტის გეგმაში. შევავსეთ ინდივიდუალური საჭიროებებუის მქონე მოსწავლეებისა  და დიფერენცირებული სწავლების ბლოკი. გავაკეთეთ მოსწავლეების მხარდაჭერის ცხრილი (სკაფოლდინგი) და გადავიტანეთ ჩვენი პორტფოლიოს საქაღალდეში -  "მოსწავლეთა მხარდაჭერა".ამის შემდეგ მივიღეთ დავალებები და გამოვემართეთ შინისაკენ.( ამას რომ ვწერდი, ბავშვობაში ნასწავლი ერთი ლექსი გამახსენდა - "ყინვა და პატარა მოსწავლე"). ნახვამდის!

4 комментария:

  1. წარმატებებს გისურვებთ!

    ОтветитьУдалить
  2. ვაუუუუუ, ხათუნა მშვენიერი რეფლექსიაააა. მაგ ლექსის მიხედვით კი სიამოვნებით (არასასიამოვნო მოვლენაზე) დავწერდი ლექსს "ყინვა და მასწავლებელი". :))))))))

    ОтветитьУдалить